აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ახალი შეზღუდვა - რას ამბობენ საქართველოში

08.12.23 14:00
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ახალი შეზღუდვა - რას ამბობენ საქართველოში

რა მიზანი აქვს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას, როდესაც ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებას კრძალავს.

ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით დუმს.

ექსპერტები კი დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთს ეშინია განწყობები არ შეიცვალოს აფხაზებში, მითუმეტეს საერთაშორისო პროექტების ფონზე, რასაც თავისუფალი სამყარო ახორციელებდა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში. სწორედ ამ შიშების გამო გადაწყვიტეს რომ ყველაფერზე წავიდნენ და ჯაჭვი საბოლოოდ გაწყდეს.

მთავარი მომენტი აქ არის, რომ არძინბა და სეპარატისტთა ლიდერები აცნობიერებენ, რომ საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ოკუპირებული ტერიტორიები ხდება არამარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის პრობლემა. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ ე.წ რკინის ფარდა, რომელიც მათ ფაქტიურად ჩამოკიდეს. მათ ძალიან კარგად ესმით, რა შედეგებს მოიტანეს ეს. მათ ეშინიათ, საქართველოსთან დაახლოების სურვილზეც კი არ არის საუბარი, აქ საუბარია ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაც კი არ უნდათ. მათ სურთ, რომ ამის მოტივატორი იყოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. ყველაფერზე მიდიან, რომ არანაირი შეხება საქართველოს სახელმწიფოსთან და თავისუფალ სამყაროსთან არ ჰქონდეთ",- აცხადებს პაატა დავითაია.

შმაგი სამხარაძის თქმით, არძინბას ამ აკრძალვას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი აფხაზეთში. 

ისინი ფიქრობენ, რომ დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან. ეს არის პირდაპირ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების აკრძალვა და ამას რა თქმა უნდა მოჰყვება ახალგაზრდების და ადგილობრივი არასამთავრობოების მხრიდან პროტესტი", - ამბობს  სამხარაძე.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობსთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, იკრძალება პროექტები, რომელთა მიზანია აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება.