საქართველოს საელჩომ საბერძნეთში ჩვენი დაცვა ვერ შეძლო - ქართველი ემიგრანტები

18.06.21 15:41
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში ჩვენი დაცვა ვერ შეძლო - ქართველი ემიგრანტები

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი ქართველი არ აღმოჩნდა, საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა შვებით ამოისუნთქეს.

,,ტვ პირველს" ემიგრანტები უყვებიან, რომ ბოლო რამდენიმე კვირა მათთვის საკმაოდ რთული იყო, აბულინგებდნენ სამსახურში და ყველგან თავის მართლება უწევდათ, საქართველოს საელჩომ საბერძნეთში კი, როგორც თავად ემიგრანტები ამბობენ, მათი დაცვა ვერ შეძლო. 

ტვ პირველთან საუბრისას საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები  აღნიშნავენ, რომ საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევდათ თავის მართლება და მტკიცება, რომ ყველა ქართველი კრიმინალი არ არის. თუმცა, რაც ბერძენმა სამართალდამცველებმა ჭეშმარიტება დაადგინეს და დაამტკიცეს, რომ მკვლელობაში ქართველი დამნაშავე არ აღმოჩნდა, მათთვის ბოდიში არავის მოუხდია და ვერც საქართველოს საელჩომ  ვერ შეძლო თანამოძმეების დაცვა.

ცუდი დამოკიდებულება და მომენტი იყო, როცა სამსახურში მივედი, დილიდან იყო თითის გამოშვერა, აი, ნახეთ, ქართველმა რა გააკეთა, ადამიანი მოკლა და ასე შემდეგ, არავინ არ მივიდა ტელევიზიაში ჩვენი მხრიდან, საელჩოს მხრიდან და არავინ მოთხოვა, გაევრცელებინათ, რომ მკვლელი ქართველი არ ყოფილა, როცა საელჩოს მხრიდან გვერდში დგომა გვჭირდება, სამწუხაროდ, ასე არ ხდება - ამბობს ერთ-ერთი საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი.

ერთ-ერთი ემიგრანტი ტვ პირველს იმასაც უყვება, რომ ბერძნულ მედიაში ქართველებს ბოდიშიც კი მოუხადეს.  

ის ფაქტი, რომ მკვლელი ქართველი არ აღმოჩნდა, დაგვეხმარა იმაში, რომ აქ ქართველებს ტალახი ჩამოგვეცილებინა. ურიგო არ იქნებიოდა, რომ ქართულ მხარეს, ვისაც ამის კომპეტენცია აქვს, გაესაჯაროვებინა, რომ ქართველებს ეს არ ჩაუდენიათ. აი, ბერძენი ჟურნალისტი გამოვიდა და ბოდიში ქართულ მხარესო, რომ ჩვენ ასე გავსვარეთო - აცხადებს ემიგრანტი.

შემთხვევა საბერძნეთი, გლიკანერაში,  7 მარტს მოხდა.  20 წლის გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს და ამ საქმესთან დაკავშირებით ქართველი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები