ორსულები დიდ განსაცდელში არიან - DRG სისტემამ შესაძლოა, ბევრი კლინიკა და ექიმების კარიერა შეიწიროს

08.12.23 17:32
ორსულები დიდ განსაცდელში არიან - DRG სისტემამ შესაძლოა, ბევრი კლინიკა და ექიმების კარიერა შეიწიროს

ორსულები დიდ განსაცდელში არიან. DRG სისტემის დანერგვამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუ მშობიარე პაციენტები ექიმს და პალატას თავად აირჩევს, მაშინ სახელმწიფო მშობიარობის თანხას აღარ დააფინანსებს. განსაცდელში არიან კლინიკებიც. ნაწილს დახურვა ემუქრება. ექიმები "პირველებთან" საუბარში პირდაპირ ამბობენ, რომ დღევანდელი მოცემულობით მომსახურების ხარისხი იკარგება. 

გინეკოლეგები ამბობენ, რომ DRG-ის ეს მეთოდი გადასახედია, რადგან მან შეიძლება ბევრი ექიმის კარიერა შეიწიროს.

გონივრული ჰონორარი ვერანაირად ვერ შევა ისე, რომ კლინიკამაც ვთქვათ ხარჯები დაფაროს და ექიმსაც გონივრული გასამრჯელო გადაუხადოს. ასე რომ ყველაზე უპრიანი ჩვენი, ექიმების აზრით იქნება, რომ პაციენტმა შეძლოს, როგორც აქამდე იყო თანაგადახდა, ჰონორარი. თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად ბევრი მონოპროფილური კლინიკა შეეწირება და არა მარტო, ალბათ, ბევრი ექიმის კარიერაც. ძალიან გაურკვევლობაში ვართ",- ამბობს ექიმი. 

DRG სისტემაზე სულ 3 კვირაა რაც გადავიდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მშობიარობის და საკეისრო კვეთის ფინანსების 1300 ლარამდე გაზარდა, თუმცა თუ ორსული ქალი აირჩევს სასურველ ექიმს ან სასურველ პალატას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფეხმძიმის დაფინანსებაზე სრულიად უარს აცხადებს.