კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში - სამშბიაროების ნაწილი დახურვის ზღვარზეა
კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში - სამშობიაროები დახურვის ზღვარზეა. "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთ მსხვილი კლინიკა ხვალ უკვე ოფიციალურად გამოაცხადებს დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას. კლინიკები იძულებული ხდებიან მუშაობა შეწყვიტონ, რადგან პერსონალისთვის ხელფასის გადახდას ვერ ახერხებენ. მედიკოსების დიდი ნაწილი სახლში უკვე გაუშვეს, მათი სამსახურები კი DRG სისტემამ შეიწირა.
ფული, რომელსაც სახელმწიფო სამშობიაროებისთვის იმეტებს, მხოლოდ კლინიკების ხარჯებს ფარავს და ექიმების ხელფასებისთვის აღარაფერი რჩება. მედიკოსებთან ერთად კი დიდი პრობლემის წინაშე არიან მშობიარეები. ქალებს ეკრძალებათ პერსონალური ექიმის აყვანა და თუ მაინც ასე მოხდა, მშობიარეს ავტომატურად ეხსნება სახელმწიფო დაფინანსება და მშობიარობის საფასურის სრულად დაფარვა თავად მოუწევს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.