პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს

09.12.23 10:29
პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთში ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულებს ახალგაზრდა კაცის ცემას და ძარცვას ედავებიან. პოლონური პოლიცია იტყობინება, რომ მოძალადე ქართველები მსხვერპლს ჰოსტელში შეუვარდნენ. ჯოხებით შეიარაღებულმა ნიღბიანმაა თავდამსხმელებმა, მამაკაცს ჯერ ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს და მობილური ტელეფონები წაართვეს. სწორედ ამ ნაძარცვი ნივთების დამსახურებით გავიდა პოლიიცა დამნაშავეების კვალზე. მამაკაცებს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.