რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელი 133 ათასს ევროზე მეტი ვალი დაუგროვდა
რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელი 133 ათასს ევროზე მეტი ვალი დაუგროვდა. 133 ათას ევროზე მეტი, ოკუპანტმა ქვეყანამ ქართველებს კონპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გაზაფხულზე მიიღო და პუტინს თანხის გადასახდელად სამ თვიანი ვადა მისცა. თვეები გადის, თუმცა აგრესორი ქვეყანა ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც ავტომატურად ზრდის კონპენსაციის საერთო მოცულობას. თავდაპირველად თანხა 129 ათასს ევროს შეადგენდა, თუმცა პროცენტების ჩათვლით რუსეთის ვალი უკვე 133 ათასს ევროსს აჭარბებს.