ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რამდენიმე კვირის წინ, სოფელ აძვიდან გატაცებულ გიორგი მელაძეს და დიმიტრი კორინთელს წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი - 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. ისინი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. მათთან ერთად დაკავებული ხვიჩა კორინთელი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.
როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ "პირველებთან" საუაბრში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გიორგი მელაძის და კი ამბობს, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან შესული იყო წითელი ჯვარი.
სუს-ს რომ ვუკავშირდები, მეუბნებიან, რომ ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წითელი კვარი იყო შესული, კარგად არის მოინახულეს. ალბათ, ახალ წლამდე გაათავისუფლეენ".- ამბობს და.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა.