მასწავლებლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
პედაგოგები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. განათლების სამინისტროსთან რამდენიმე წუთში რეპრესიების მსხვერპლი მასწავლებლები შეიკრიბებიან.
"დაასრულეთ სკოლის დირექტორობის მსურველთა პოლიტიკური შერჩევა და გადააბარეთ გასაუბრების პროცესი სამეურვეო საბჭოებს!" - ამ გზავნილით გიორგი ამილახვარის სამსახურთან მივა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ დუმილი დანაშაულია.
იგივე მოთხოვნებით უკვეე მეექვსე დღეა განათლების სამინისტროსთან დღეს და ღამეს მაია ეკალაძე ათენებს. პედაგოგი, რომელიც დაწუნებულთა სიაში მოხვდა.
დღეს ველოდებით კოლეგებს და არა მარტო კოლეგებს, არამედ საზოგადოების ყველა წევრს, რადგან ეს კონკურსის პრობლემა არ არის მხოლოდ კონკურსანტების პრობლემა. რაც მთავარია, კონკურსების პრობლემას შეეძლო რიგი პრობლემების მოგვარება საგანმანათლებლო სფეროშ, მაგრამ სამწუხაროდ ამის ნება არ გამჩნდა",- ამბობს მაია ეკალაძე.