ბაბი კირკიტაძეს გამოკითხვაზე ელოდებიან
ბაბი კირკიტაძე გამოკითხვაზე ელოდებიან. მომღერალი საგამოძიებო უწყებამ ვიდეო-ფაბრიკაციის საქმეზე დაიბარა. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ ის მორალური ტერორის მსხვერპლია. საქმე ეხება წერილს, რომელიც კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მომღერალი წერს, რომ ბოლო დღეებში, მისი გამოსახულებით, ყალბი და უხამსი შინაარსის ვიდეოები უკონტროლოდ ვრცელდება.