ბეტონების ტყვეობაში ცხოვრება - დიდი დიღმის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

09.12.23 13:40
ბეტონების ტყვეობაში ცხოვრება - დიდი დიღმის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

დიდი დიღმის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. 

არჩილ მეფის ქუჩაზე, სარეკრეაციო ზონაში, რომელიც წესით გამწვანებული უნდა იყოს, ორი 14 სართულიანი ნაგებობის აშენება იგეგმება.  

ძალიან მალე, ტერიტორიას შემოღობავენ და ფუნდამენტის ჩასხმა დაიწყება, თუმცა  მოქალაქეები ამბობენ, რომ მიწა თაღლითური გზით არიის მიტაცებული. 

ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, გადასცეს გაცვლითი პროგრამით ქართულ-უკრაინულ კომპანიას, რომ მათ მშენებლობა აწარმოონ კორპუსების, რის წინააღმდეგაც გამოვდივართ ჩვენ და გვინდა, რომ აქ იყოს და აშენდეს კულტურის და დასვენების პარკი ან აშენდეს სკოლა. ბეტონების ტყვეობაში არ შეიძლება მარტო ცხოვრება. სადღაც ჯანგბადი უნდა იყოს, სადაც დასვენების საშუალებას შევძლებთ",- ამბობს ადგილობრივი.