მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - გარემოს ეროვნული სააგენტო
9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების თქმით, მოსალოდნელი ნალექის გამო შესაძლოა, რომ საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდოს.