გაუპატიურება, ცემა და იძულება - ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ პროკურატურა უმძიმეს საქმეს იძიებს (მელაძის შაბათის ანონსი)
გაუპატიურება, ცემა და იძულება - "ოცნების" ყოფილი დეპუტატის და პარტიის ვეტერანი წევრის წინააღმდეგ პროკურატურა უმძიმეს საქმეს იძიებს.
მსხვერპლი რომელიც ამტკიცებს, რომ ორსულობის დროს ელდარ კურტანიძემ სცემა და სექსუალურად იძალადა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
თუ რა წერია საქმის მასალებში, ამას დღეს საღამოს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ.
დააფარა თუ არა ხელი პროკურატურამ "ოცნების" დეპუტატს? - არსებობს აუდიო ჩანაწერი, სადაც კურტანიძე ძალადობის მსხვერპლს გარიგებას სთავაზობს.
არ უთხრა ვინმეს რა, მე და შენ მოვაგვაროთ ეს ყველაფერი, გთხოვ, დამიჯერე რა",- ისმის აუდიო ჩანაწერში.
ფოტოები, 4 მოწმის ჩვენება, აუდიო ჩანაწერები - მტკიცებულებები პროკურატურას ედო, თუმცა "ოცნების" ექს-დეპუტატს ვერ შეეხო.
სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში, ლუკა კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორი იყო.
რა მოხდა?- კურტანიძე ცრუ ჩვენების საფუძველზე აღძრული საქმით გაანეიტრალეს თუ მომხდარი დანაშაული პროკურატურამ ჩაფარცხა - ნახეთ, დღეს, 8 საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში".