თბილისში დაკარგული 27 წლის ბიჭი იპოვეს
თბილისში დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, ნოდარ ლებანიძე თბილისში ორი დღის წინ დაიკარგა. მისმა ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებას მიმართეს.