ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა გადაიდო - მომღერალი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა
ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა გადაიდო - მომღერალი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა. კაციტაძის უწყებამ კირკიტაძე გამოკითხვაზე ვიდეოფაბრიკაციის საქმეზე დაიბარა. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ ის მორალური ტერორის მსხვერპლია.
საქმე ეხება წერილს, რომელიც კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მომღერალი წერს, რომ ბოლო დღეებში მისი გამოსახულებით ყალბი და უხამსი შინაარსის ვიდეოები უკონტროლოდ ვრცელდება.
პარტია "ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის თქმით, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები აღიკვეთოს.
ნამდვილად მთელი ჯაჭვი არსებობს სოციალურ ქსელებში, კომენტარებში ასახული ბულინგით და შეურაცხყოფებით დაწყებული ეს შეიძლება გადაიზარდოს კიბერ ძალადობაში და ისეთი ამაზრზენი ფაქტებიც შეიძლება შეგხვდეს, რომელიც ბაბი კირკიტაძის შემთხვევაში მისი მხრიდან იყო განცხადებული. წარმოუდგენელია, რომ ამაზე კონკრეტული რეაგირება არ მოჰყვეს. შესაბამისი კანონმდებლობა გვაქვს და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დონეზე და აღსრულების დონეზე აკეთებს ყველაფერს," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.