ფეხმძიმე ქალის გაუპატიურება, ცემა და იძულება - ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ პროკურატურა უმძიმეს საქმეს იძიებს

09.12.23 21:03
ფეხმძიმე ქალის გაუპატიურება, ცემა და იძულება - ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ პროკურატურა უმძიმეს საქმეს იძიებს

ფეხმძიმე ქალის გაუპატიურების და ცემის საქმეზე საქართველოს პროკურატურა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ოლიმპიური ჩემპიონის და პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორის, ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ საქმეს იძიებს.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ოფიცრული დოკუმენტის მიხედვით, ფეხმძიმე ქალზე, რომელიც ელდარ კურტანიძესთან ერთად ცხოვრობდა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რამდენიმე წილის წინ, ბორჯომის ხეობაში იძალადა. 

 დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში წერია, რომ სექსუალური ძალადობის შემდეგ კურტანიძემ ქალი, რომელიც ორსულად იყო, სცემა რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკურ ტკივილი. პროკურატურა ოფიციალურ დოკუმენტში წერს, რომ ეს გარემოებები გამოძიებით და მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა.  

სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში ელდარ კურტანიძე შინაგან  საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორი იყო. დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში წერია, რომ ძალადობის შემდეგ მსხვერპლი კურტანიძეს პოლიციაში ჩივილით დაემუქრა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა კი ის იზოლაციაში მოაქცია, თავისუფლება აღუკვეთა და ოთახში ჩაკეტა. 

სავარაუდო მოძალადე ოლიმპიურ ჩემპიონს ქალმა თავი რამდენიმე დღეში დააღწია, თბილისში დაბრუნდა, პროკურატურაში მივიდა და ჩვენებაც მისცა. ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ  გამოძიება დაიწყო. 

 „შაბათს ეთერმა“  მოიპოვა აუდიო ჩანაწერიც, სადაც ელდარ კურტანიძე მსხვერპლს გარიგებას სთავაზობდა. ამ აუდიოს გარდა პროკურატურის ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ძალადობის ფაქტი დაკითხვის დროს ოთხმა  მოწმემაც  დაადასტურა. გამოძიების დაწყებიდან  10 დღეში კი პროკურატურამ   მოიპოვა რწმუნება, რომ კურტანიძემ სისხლის სამართლის სავარაუდო   დანაშაული ჩაიდინა  მსხვერპლს დაზარალებულის  სტატუსიც მიანიჭეს, კურტანიძის წინააღმდეგ კი გამოძიება სამი მუხლით დაიწყეს - ეს მუხლები  13 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის -137-ე გაუპატიურება, 126 - ძალდობა და 150 -ე პრიმა მუხლით-ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებით)

ახალგაზრდა ქალი დაზარალებულად იყო ცნობილი, თუმცა ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და უმძიმესი დანაშაულისთვის ორი წლის თავზე არავინ დასჯილა. 

ელდარ კურტანიძე "შაბათის ეთერს" ემალება, წყარო ძალოვანი უწყებებიდან „შაბათს ეთერს" უყვება რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ სამართალდამცველებს აქვთ. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კურტანიძის წინააღმდეგ რამდენიმე შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. 

ლუკა კურტანიძის საქმე - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი