ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის ოსტატი დავით კაკაბაძე საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება

10.12.23 12:45
ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის ოსტატი დავით კაკაბაძე საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება

ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის ოსტატი დავით კაკაბაძე საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება. გამოფენა, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.

დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, შვეიცარიული საათების კომპანია "პატეკ ფილიპთან" თანამშრომლობით შექმნილი მაგიდის საათი, უნიკალური ხატი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, ასევე საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში არსებული ხატები და საეკლესიო ნივთები იხილოს.