ანტისანიტარია სკოლებში - მესამე სექტორი საგანგაშო კვლევას აქვეყნებს

10.12.23 12:22
ანტისანიტარია სკოლებში - მესამე სექტორი საგანგაშო კვლევას აქვეყნებს

საჯარო სკოლებში სანიტარული პირობები საგანგაშოა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციამ "მშობლები მომავლისთვის" ასაჯაროებს. 

1030 მშობლის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ სკოლებში ჰიგიენურ -სანიტარულ ნორმებტან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა. სასწავლო დაწესებულებებიდან დამლაგებლები გარბიან. დაბალი ანაზღაურების გამო სკოლაში მუშაობა აღარავის უნდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით  ბევრ სკოლაში ვითარება კრიტიკულად არის შეფასებული.

ყველაზე მძიმედ სიტუაციას მშობლები საპირფარეშოებში აფასებენ. უსიანოვნო სუნის გარდა, არის შემთხვევები, როცა  საპირფარეშოს კარიც კი არ აქვს.

ჩვენი გამოკითხვის საფუძველი გახდა ასობით მშობლის მომართვიანობა ორგანიზაციაში "მშობლები განათლებისთვის", რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ სკოლები კვირაობით სველი წესით არ ლაგდება, ხოლო საპირფარეშოებში გაუსაძლისი ვითარებაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 50% ჩვენი გამოკითხული ადამიანების ამბობს, რომ სკოლა არის უმეტესად დაბინძურებული, საირფარეშოებში გაუსაძლისი ვითარებაა, ბავშვები თავს იკავებენ საპირფარეშოთი სარგებლობისგან და ამის გამო მათ უწევთ ხოლმე, რომ ექიმტან წაიყვანონ შვილი.საერთოდ არცერთი დამლაგებელი არ არის და იწ უმეტესად მშობლებს და მასწავლებლებს უწევთ, რომ დაალაგონ ეს სკოლები, მათ შორის წველი წერტილები. იყვნენ მშბლები, რომლებიც წერდნენ, რომ დირექტორსაც კი უკეთია ხელთათმანები, - ამბობს მშობელი მეგი კავთუაშვილი.