სპეცოპერაცია გორელი გარემოვაჭრეების წინააღმდეგ - თვითდასაქმებულებს მერიამ დახლები აუყარა

10.12.23 12:42
სპეცოპერაცია გორელი გარემოვაჭრეების წინააღმდეგ - თვითდასაქმებულებს მერიამ დახლები აუყარა

სპეცოპერაცია გორელი გარემოვაჭრეების წინააღმდეგ - თვითდასაქმებულ ადამიანებს მერიამ დახლები აუყარა. ქართლის ქუჩაზე დასაქმებულ ადმიანებს დილით ტერიტორია მოსუფთავებული და შემოღობილი დახვდათ. შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩება ათობით გარემოვაჭრე, თუმცა ხინჩეგაშვილის უწყება ამბობს, რომ ეს ტერიტორია იჯარით არის გაცემული.

ადამიანები, ვისაც წინასაახალწლოდ სავაჭრო არეალი კიდევ უფრო შეუზღუდეს, მანამდე გურამიშვილის ქუჩიდან გამოაძევეს. 

კამერებში ჩანს, 10-ნი იყვნენ, ამ ათში იყო ერთი იყო გოგო, დანარჩენი იყვნენ ბიჭები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ინსპექციები, რომლებიც მანქანებით დადიან და ნახევარი მანქანის სახურავი პიკაპზე დადეს, წაიღეს და დანარჩენი ნახევარი, ჩემი მაგიდა, რაც დარჩა, დამიმტვრიეს და ძირს დამიყარეს. მთელი ღამე დადიოდნენ, სულ გვაკონტროლებდნენ. ეს ქალები აქ იყვნენ, რომ მათი პროდუქტი არ გადაეყარათ და ნაგავზე არ წაეღოთ. ეს პირველად არ ხდება. გამწარებული ვიყავი და მეც წყევლა-კრულვა დავუწყე და მაგრად ვეჩხუბე, გავლანძღე. წავიდნენ და მიჩივლეს დაზარალებულს. პოლიციაშ ვარ ხვალ 10:00 საათზე დაბარებული, - ამბობს გარემოვაჭრე.