ფონიჭალაში გატაცებული გოგო შესაძლოა, გამტაცებელმა რუსეთში წაიყვანა - რას ამბობენ მეზობლები
პოლიცია ამ დრომდე ვერ გადის 16 წლის გატაცებული გოგონას კვალზე. სკოლის მოსწავლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გაუჩინარებულია გამტაცებელთა ჯგუფიც. ირკვევა, რომ მურადოვების ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.
მეზობლები ამბობენ, რომ მურადოვები, რომლებიც რუსეთიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ, ბოლო ორი დღეა აღარავის უნახავს. ფონიჭალაში ვარაუდობენ, რომ დამნაშავე სასიძომ ქვეყანა უკვე დატოვა და სავარაუდოდ, რუსეთში გადავიდა.
ეს ბავშვი დაიბადა რუსეთში. მოდის-მიდის. ალბათ ბიჭი ჩამოვიდა და გოგოც წაიყვანა რუსეთში, - ამბობს მეზობელი.
პაშაევებისს ოჯახი ახალი ინფორმაციის მოლოდინში არიან. იძულებითი ქორწინების გამო, გატაცებული არასრულწლოვნის ოჯახიამ დრომდე პოლიციის შენობასთან რჩება.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან ექვსმა შენიღბულმა მამაკაცმა გაიტაცა.