საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ოკუპირებულ გალში - ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს
ოკუპირებულ გალში მოკლული მამაკაცის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. თემურ კარბაიას ნათესავები ქართული მხარის მიერ გამოძიების დაწყებას ელოდებიან.
ცხედარი სახლში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სხეულზე მიყენებული დაზიანებები, რომელიც კარბაიას სავარაუდოდ, ხელკეტებით მიაყენეს, უმძიმესია.
ძვლები დამტვრეული აქვს, გვერდები, რავიცი, განადგურებულია... გუშინ კომაში იყო და გარდაიცვალა. დაისაჯოს ყველა, ვინც ეს გააკეთა, - ამბობს ოჯახის წევრი.
მომხდარ დანაშაულს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა სუსიც, რომელიც ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს, თუმცა არ ადასტურებენ კარბაიას ადკავების მცდელობას.
კარბაიებს სახელისუფლებ პარტიიდან ჯერჯერობით მხოლოდ შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა პრეზიდენტმაც.
43 წლის მამაკაცის მკვლელობაში სამი ეგრედ წოდებული მილიციელია მხილებული. გავრცელებული ინფრომაციით, საოკუპაციო რეჟიმისს მსახურმა ძალოვანებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ ქუჩაში სცემეს.