სიღნაღის ცნობილი გალავანი ამ დრომდე აღსადგენია - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

10.12.23 17:38
სიღნაღის ცნობილი გალავანი ამ დრომდე აღსადგენია - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

სიღნაღელები დახმარებას ითხოვენ. ქალაქში ჩამონგრეული ისტორიული თაღი ამ დრომდე აღსადგენია. მე-18 საუკუნით დათარიღებული გალავანი ერთი წლის წინ დაზიანდა. უკვე ერთი წელია, ადგილობრივი მერია პირობას დებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს, თუმცა ამ დრომდე ვერ მოიძებნა ვერცერთი კომპანია, რომელიც ერეკლე მეორის დავალებით აშენებულ გალავანს შეაკეთებდა. 

სიღნაღის მერი "პირველებთან" ამბობს, რომ ისტორიული კარიბჭის რესტავრაციის საქმე ახლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აბარია და ორი ტენდერიც სწორედ მან გამოაცხადა. 

სპეციალისტები გალავნის დროულად რესტავრირების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ სიღნაღი უნიკლაურია თავისი ისტორიული თუ ლანდშაფტური მდებარეობით და იმ არქიტექტურით და იმ გალავნით, რომელიც სიღნაღს გარს არტყამს და იმ დატვირთით, ტურისტული პოტენციალით, რომელიც მნახევლის თვალსაზრისით ძალიან დიდია, ჩემი აზრით, სახელმწიფო დროულად უნდა ახერხებდეს ასეთი პრობლემის აღმოფხვრას და აგვარებეს ასეთ გაუთვალისწინებელ დეფექტებს, რის გამოც მოხდა ამ გალავნის ჩამოშლა. თავისთავად, საგზაო მანიშნებლებიც გასათვალისწინებელია, როცა ასეთ ვიქრო ურბანულ სივრცეში მოწყობილ ქალაქს, სადაც ურმისა და ფაიტონის ქუჩათა ქსელია, ფაქტობრივად, გაბარიტების მიხედვით, ცოტა მეტი ყურადღება და მეტი სიფრთხილეა საჭირო, მანიშნებლების დაყენება იქნება ეს თუ სხვა რამ, - ამბობს არქიტექტორი გოგოტურ მისრიაშვილი.

ოპოზიცია კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის, რაც სიღნაღში ხდება, მთავრობის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის შედეგია. 

"ოცნების" გულგრილობას, არაკომპეტენტურობას, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, ეწირება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, იშლება ჩვენი ქვეყნის ისტორიული კვალი და ვერ აბამს თავს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები, მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას. ამის მიუხედავად, სამინისტროს ყოფნის კომპეტენცია, ნახულობენ დროს და მილიონობით სახსრებს, რომ გაარემონტონ საკუტარი კაბინეტები, გაარემონტონ სამინისტრო, - ამბობს "ლელოს" აღმასრულებელი მდივანი დეა მეტრეველი.