დაბინძურებული საპირფარეშოები და საკლასო ოთახები - სკოლებიდან დამლაგებლები გარბიან
ქართულ სკოლებში არსებული ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს. სასწავლო დაწესებულებებში სრული ანტისანიტარიაა. მშობლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოზარდები განათლებას, ფაქტობრივად, დაბინძურებულ გარემოში იღებენ. საპირფარეშოები გასაწმენდი და მოშლილია, ხელსაბანები გაუმართავი. სკოლებში არ იშოვება არც საპონი და არც ჰიგინური ქაღალდი, საკლასო ოთახები, სველიი წესით არასაკმარისად სუფთავდება.
კვლევის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის". სწორედ ამ გამოკითხვით დადგინდა, რომ სკოლებიდან დამლაგებლები გარბიან. მიზეზი მიზერული ანაზღაურებაა. თვეშიი სულ რაღაც 300 ლარზე მუშაობა არავის უნდა, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურე პერსონალის გარეშე დარჩენილ სკოლებში დამატებით ფუნქციებს დირექტორები და პედაგოგები ითავსებენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.