ანგარიშსწორება ხელკეტებით და წიხლებით - გალში ე.წ. მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა

10.12.23 20:03
ანგარიშსწორება ხელკეტებით და წიხლებით - გალში ე.წ. მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა

 

 

ანგარიშსწორება ხელკეტებით და წიხლებით - საოკუპაციო რეჟიმის ეგრედწოდებულმა მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა. ოკუპირებული გალის ცენტრში 43 წლის მამაკაცს უმოწყალოდ სამი ძალოვანი ურტყამდა.  ჩაულეწეს ძვლები, დაზიენები მიაყენეს თავის არეში, ურტყამდნენ ზურგშიც. უგონოდ ნაცემი ქართველი კი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი კომაში ჩავარდნილი იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. 

ექიმების ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა. თემურ კარბაია გარდაიცვალა. ოკუპირებული გალიდან გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მილიციამ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, შემდეგ კი ძალადობა დაიწყეს.

ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ტრადიციული დუმილის რეჟიმშია. დღის ბოლოს მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.