2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს

11.12.23 11:27
2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს

2023 წლის იანვრიდან-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს - ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ოფიციალური ინფორმაციით, 9 თვეში საქართველოში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა - შემთხვევიდან - 47 გახსნილია.

შსს-ში ამბობენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული იყო მკვლელობის 56 შემთხვევა. გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ით აღემატება.

რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, სტსტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვლელობის მცდელობის 44, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 36 შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ში ამბობენ, რომ გახსნილია მკვლელობის მცდელობის 40, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 35 შემთხვევა.