„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ - ლანდსბერგისი
"„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ", - ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა.
ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ”.
ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიხილავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.