მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ თემურ კარბაიამ სასიკვდილო დაზიანებები თავად მიიყენა
გალში 43 წლის თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ადგილობრივ მედიასთან მისეულ ვერსიას ავითარებს. საოკუპაციოპ რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქემ არაფხიზელ მდგომარეობაში გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც წინსაწარი დაკავების იზოლატორშ გადაიყვანეს.
ე.წ. შსს ირწმუნება, რომ იზოლატორში კარბაიამ თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოშიც ამ მიზეზით აღმოჩნდა.
6 დეკემბერს სამართალდამცავ ორგანოებში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უცნობი მამაკაცი გამვლელებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ადგილზე ოპერატიული ჯგუფი იქნა გმოაძხებული, რომელმაც თემურ კარბაია რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანა.
განყოფილებაში მიყვანის შემდეგ კარბაია თანამშრომლების მისამართით შეურაცხყოფას განაგრძობდა, მათ შენიშვნებზე კი არ რეაგირებდა. საბუთების შემოწმების შემდეგ კარბაია დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ჩხუბობდა და თვითდაზიანებების მიყენებას ცდილობდა, რის შემდეგაც ის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.
7 დეკემბერს დაახლოებით დილით 08: 50 საათზე პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ კარბაია გათავისუფლდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე კარბაია სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომელსაც შეუძლოდ ყოფნის გამო მიმართა.
კარბაიას გარდაცვალების ფაქტს შესაბამისის სამსახურები სწავლობენ, - იუწყება აფხაზური მედია.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრედწოდებულმა მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა. ოკუპირებული გალის ცენტრში 43 წლის მამაკაცს უმოწყალოდ სამი ძალოვანი გაუსწორდა.
საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობის შესახებ. სრულ მდუმარებაშია პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს მოკლულის ოჯახისთვის სამძიმარიც კი არ გამოუცხადებია.