წყალდიდობა მეტროსადგურ რუსთაველზე - დატბორილია მატარებლების ბაქანი
მეტროსადგურ რუსთაველზე მატარებლების ბაქანი დაიტბორა. ფაქტის ამსახველ კადრებს "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური ავრცელებს. დგინდება, რომ მეტროში სახანძრო უსაფრთხოების ონკანი დაზიანდა, რის გამოც ბაქანი დაიტბორა. კადრებში ჩანს, რომ დამლაგებლები ცოცხით ცდილობენ დატბორილი ტერიტორიდან წყალი საკანალიზაციო მილისკენ მიმართონ.
უცნობია რა გახდა სახანძრო უსაფრთხობის მილის დაზიანების მიზეზი. მატარებლების გადაადგილებისთვის დატბორვას პრობელმა არ შეუქმნია.