იტალიაში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
ირკვევა, რომ 40 წლამდე კაცმა სუპერმარკეტში პროდუქტის მოპარვა სცადა, რა დროსაც ის მაღაზიის მენეჯერმა შენიშნა, რომელმაც მძარცველს სახეში დაარტყა.
კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა გარბატელას პოლიციამ ის მაღაზიასთანვე დააკავა.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ძარცვასა და ქურდობაში არაერთგზის იყოს შემჩნეული. სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე ის ყაზარმაში მოათავსეს.