თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

11.12.23 18:19
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 03:00 საათამდე გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის ნაკადი სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის განმავლობაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. ხოლო თბილისი-სენაკის ჩაკეტვის პერიოდში ნაკადი იმოძრავებს სენაკი-თბილისის მიმართულებით, რაც პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.