იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული პირადობის გაუქმებას
იურიდულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.