ყოველი მე-6 მოქალაქე ქვეყნიდან გარქცევაზე ფიქრობს - NDI-ს საგანგაშო კვლევა

11.12.23 20:15
ყოველი მე-6 მოქალაქე ქვეყნიდან გარქცევაზე ფიქრობს - NDI-ს საგანგაშო კვლევა

 

 

საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს, ათი ოჯახიდან ერთს კი ახლობლები უცხოეთიდან არჩენენ. NDI-ს კვლევა ადასტურებს, რომ უკიდურესად მძიმე სოციალურ გაჭირვების ფონზე ერთადაერთ გამოსავალს ხალხი ქვეყნის დატოვებაში ხედავს და ეს იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ეკონომიკური მიღწევებით იწონებს თავს. ხელისუფლების მზარდი ეკონომიკა კი  უბრალო მოქალაქეებამდე არ აღწევს. 

ხალხმა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს სიღარიბეს და უმუშევრომას. ყოველი ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ყოფნის.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახელობას ყველაზე მეტად სწორედ მძიმე სოციალური ფონი აწუხებს. ხელისუფლება კი პასუხად ციფრებით იწონებს თავს, თუმცა ამ ციფრების მიღმა მძიმე რეალობაა.  გამოკითხულთა უმრავლესობა  - 58 % ამბობს, რომ "ოცნება" მათი პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.