საოკუპაციო რეჟიმი თემურ კარბაიას მკვლელების დასჯას არ აპირებს - „ოცნება“ დუმს

11.12.23 20:31
საოკუპაციო რეჟიმი თემურ კარბაიას მკვლელების დასჯას არ აპირებს - „ოცნება“ დუმს

 

 

გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ქვეყნის პრემიერი  ხმის ამოღებას ამ დრომდე  ვერ ბედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა დღეს ისე ჩაატარა,  რომ ერთი განცხადება არც მას და არც სხვა მინისტრს არ  გაუკეთებია. ღარიბაშვილს მსხვერპლის ოჯახისათვის სამძიმარიც კი არ გამოუცხადებია. პარლამენტის უმრავლესობამ კი რეზოლუცია დაბლოკა, რითაც საკანონმდებლო ორგანოს ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო.

საქართველოს ხელისუფლების სრული დუმილის ფონზე კი საოკუპაციო რეჟიმმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. გაავრცელეს აბსურდული ვერსია, თითქოს თემურ კარბაიამ თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა.  ამ განცხადებით კი, პრაქტიკულად ,თქვეს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეში გამოსაძიებელი არაფერია და არც არავის დასჯას აპირებენ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.