უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა და ლოიდ ოსტინს შეხვდა

11.12.23 22:38
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა და ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის მხრიდან წამოსულ საშიშროებაზე ისაუბრა.

"პუტინი უნდა დავამარცხოთ", - თქვა ზელენკიმ სიტყვით გამოსვლისას.