ბენზინი ძვირდება - რუსეთი საქართველოს საწვავს შეღავათიანი ტარიფით აღარ მოაწვდის
საქართველო ბენზინის გაძვირების მოლოდინშია. რუსეთმა ქვეყანას შეღვათიანი ტარიფით ბენზინის და დიზელის მიწოდება შეუწყვიტა, რის გამოც ნავთობკომპანიები მძიმე დღეში აღმოჩნდნენ.
სპეციალისტები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ. ექსპერტები პრობლემის მიზეზად სრულად რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას ასახელებენ.
რუსეთმა აიწყო საწვავი გაყიდვა საბაზრო ფასში, რაც თავისთავად, ნეგატიურად აისახება საქართველოზე ორი მომენტის გამო. პირველი, საქართველომ არ შეძლო და არ განავითარა თავისი ეკონომიკური ბაზრები სხვადასხვა ქვეყნებთან ა მოახინა მაქსიმალური ბენეფიცირება რუსულ ბაზარზე და დღეს, რეალურად, რუსეთისგან ვეღარ იღებს საქართველო იაფ საწვავს და მოუწევს საერთაშორისო ფასებით ვაჭრობა, რაც თავისთავად გამოიწვევს საწვავზე საქართველოში ფასების ზრდას, - ამბობს ოთარ აბესაძე.
ოპოზიცია რუსეთის მსგავსი ქმედება არ უკვირს. ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით სახელმწიფოს წინააღმეგ ბევრი უკანონობა ხდება.
ის, რომ რუსული ბაზრით არის დაკავებული დღევანდელი ხელისუფლება, ეს ახალი არ არის. ეს იყო საწვავის მიმართულებითაც და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით ძალიან ბევრი არაკანონიერი ქმედება ხდება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც, ფაქტობრივად, საქართველო სატრანზიტო ქვეყანად გახადეს რუსეთში სანქცირეული პროდუქციის მომარაგებით. ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით, რუსეთის სასარაგებლო ნაბიჯებ დგამს, მათგან გასაკვირი ნამვილად არ უნდა იყოს, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
რუსეთი საქართელოსთვის "რეგულარის" და "დიზელის" საწვავის ნომერ პირველი იმპორტიორია. ერთი წლის განმავლობაშ იმპორტმა 63% შეადგინა.