ოკუპირებულ გალში მოკლული კარბაიას ოჯახს პრემიერის სამძიმარი ჯერ არ მიუღია - რას ამბობს ოპოზიცია
ოკუპირებულ გალში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული თემურ კარბაიას ოჯახმა პრემიერის სამძიმარი ჯერ კიდევ ვერ დაიმსახურა. ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმის კრიტიკას ვახტანგ გომელაურის უწყება კი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გამოძიების დაწყებასაც კი ვერ ბედავს. ოკუპირებულ სოხუმში კი 43 წლის კაცის მკვლელობისთვის არავის დასჯას აპირებენ.
მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ კარბაია პოლიციას არ უცემია და ის თვითდაზიანებებით გარდაიცვალა. "ოცნება" დუმს, ოპოზიცია კი რეაგირებას ითხოვს.
პროტესტის ეპიცენტრი დღეს ენგურის ხიდიც გახდება, სადაც საგანგებო განცხადების გაკეთებას "ევროპული საქართველოს" ლიდერები აპირებენ.
ჩვენ არ გვინახავს ხელისუფლების მხრიდან დეოკუპაციის მიმართულებით და იმ ადამიანების დახმარების მიმართულებით, ვინც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს რაიმე მნიშვნელოვანი ქმედებები. პირიქით, ვნახეთ აღებული ბლოკ-პოსტები. ის, რომ "რუსულ ოცნებას" დაპირისპირება არ უნდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან, ეს არის ცხადი",- ამბობს გიორგი ბოტკოველი.