საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გალში - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ანას ქიშმარია ე.წ. საგამოძიებო უწყებებს და ე.წ. შს მინისტრს მოუწოებს, დროულად გამოიძონ აღნიშნული ფაქტი და გამოძიების შედეგები ომბუსმენის ოფისს აცნობონ.
2023 წლის 10 დეკემბერს მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, გალის რაიონის პოლიციის თანამშრომლების ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რის გამოც აფხაზეთის რესპუბლიკის მცხოვრები ვ.ი. კარბაია გარდაიცვალა.
არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს ანას ქიშმარიას მიმართვები გაეგზავნა გენერალს
სრ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გალის რაიონულ პროკურორს და
გალის რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსს თხოვნით, რომ სწრაფად განხორციელდეს არსებული ინფორმაციის გადამოწმება და მიეწოდოს შეეგები სახალხო დამცველის ოფისს.კომისარი ასევე ამახვილებს ყურადღებას არაპროპორციული ფიზიკური ძალის გამოყენების დაუშვებლობას დაკავებულთა მიმართ და ასევე სამარტალამცავ ორგანოებს მოუწოდებს, გარანტირებულად დაიცვან
აფხაზეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონსტიტუცია, - ნათვამია ომბუსმენის განცხადებაში.