კვლევა: იდენტიფცირებულია 16 პროექტი, რომელიც დედალაქს საფრთხეს უქმნის

12.12.23 13:55
კვლევა: იდენტიფცირებულია 16 პროექტი, რომელიც დედალაქს საფრთხეს უქმნის

თბილისი დაბეტონების ახლი გეგმა - იდენტიფცირებულია 16 პროექტი, რომელიც დედალაქს საფრთხეს უქმნის. კვლევაში ის ობეიქტები მოხვდა, რომლის ნაწილიც უკვე აშენებულია, ნაწილის მშენებლობაზე მერიამ ნებართვა გასცა, ზოგეირთი კი ნებარვის მოლოდინშია.

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი თამარ ამაშუკელია, რომელიც თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრია. ამაშუკელს პრობლემურ მშენებლობებტან დაკავშირეით განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია.

"ურბანული კატასტროფა" - ასე აფასებენ ექსერტები და სპეციალისტები დედალაქში არსებულ ვითარებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვიდრე პრობლემურ მშენებლობებს მწვანე შუქს აუნთებდნენ, შეისწავლონ ადგილები, სადაც მშენებლობები უნდა გახორციელდეს. 

გამოვკვეთეთ 16 პრობლემური პროექტი. რასაც ვუყურებთ ჩვენ, არის ძალიან წერტილოვანი და სტიქიური განვიტთარების პროცესი და სამწუხაროდ, ბოლო დრომე მუნიციპალიტეტი მსხვილი ქალაქმშენებლობითი ერთეულების დაგეგმილ საქმიანობას არ ახორციელებს, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან პრობლემურია და ძალიან ცუდად შეიძლება მოგვიბრუნდეს, - ამბოსბ არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი.