საშიში პიროტექნიკით სავსე დახლები და უკონტროლო რეალიზაცია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

12.12.23 13:50
საშიში პიროტექნიკით სავსე დახლები და უკონტროლო რეალიზაცია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის დიდი მარაგი უკვე დახლებზეა. მაშხალების და ასაფეთქებლების მიყიდვას არასრულწლოვნებისთვის კანონი კრძალავს, თუმცა საშიში პიროტექნიკა ისევ უკონტროლოდ იყიდება. კანონი, რომელიც წესით შეზღუდვებს ითვალისწინებს, არ მოქმედებს, თუმცა მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ რეალიზაცია ყველა წესის დაცვით ხდება.

არ შემოუშვან და აღარ გავყიდით. არასრულწლოვანებზე არ ვყიდით. გემი რომ შემოდის უკვე შემოწმებულია, უსაფრთხოა, სიტყვაზე უნდა მენდოთ, აბა მე რა ვქნა"- ამბობს გამყიდველი.

მოსახლეობა კი ქუჩიდან ითხოვს დახმარებას, ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ, ამიტომ მოითხოვენ, რომ ამოქმედდეს კანონი, რომელიც პიროტექნიკის უკონტროლო რეალიზაციას დაარეგულირებს.

საერთოდ ავკრძალავდი ამ ყველაფერს, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული. უსაფრთხო არ არის, ბავშები ინვალიდდებიან, სახიჩრდებიან, გარდაიცვალა კიდეც. ამიტომ მივესალმებით რომ აკრძალონ",- ამბობს მოსახლეობა.

პიროტექნიკის აკრძალვას პარტია "ლელო" უკვე 9 თვეა ითხოვს, თუმცა ხელისუფლებას საკანონმდებლო კანონპროექტი თაროზე აქვს შემოდებული.

ცნობისთვის, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბავშვის მდგომარეომა მძიმეა.

ის მძიმე დაზიანებებით აჭარიდან  თბილისში დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს და ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.