სოფელ ციგრიანის მახლობლად ოკუპანტების ახალი ბანერის გამოჩენას სუს-ში ადასტურებენ

16.12.23 15:27
სოფელ ციგრიანის მახლობლად ოკუპანტების ახალი ბანერის გამოჩენას სუს-ში ადასტურებენ

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერის გამოჩენას და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ

ცნობისთვის, ფაქტის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია.

ჩვენი პატრულირების დროს მცხეთა-მთიანეთის სოფელ ციგრიანის მახლობლად დავაფიქსირეთ ახალი ბანერი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დაამონტაჟა და ეს ბუნებრივი არის იმ უკანონო ბორდერიზაციის შემადგენელი ნაწილია, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ეს ბანერი დამონტაჟდა, სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელთანაც ჩვენ კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში გვაქვს გვიყვებიან, რომ იმ ქედზე, რომელიც ოკუპირებულია და გადის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოწყობილი გზა, ამ ბოლო პერიოდში ისმის მძიმე ტექნიკის ძრავების ხმა. ეს ხმა იმდენად მკაფიო და ძლიერი არის, რომ მათ ღამღამობით დაძინების საშუალებას არ აძლევს", - აღნიშნა ქაცარავამ", - განაცხადა ქაცარავამ "პირვერლებთან".