სისხლიანი გარჩევა მარნეულში - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია
ორი ახალგაზრდის დაჭრისთვის დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება. შუახნის კაცი ახლა იზოლატორშია და გამომძიებლების შესვლას ელოდება. "პირველებმა" გაარკვია, რომ სისხლლიანი გარჩევის მიზეზი ვალი გახდა.
დაჭრილებიდან ერთ-ერთს თავდამსხმელის ვალი ჰქონდა. ავტომობილის თანხის დაბრუნებას სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრი ვერ ახერხებდა, რასაც ქუჩური გარჩევა მოყვა.
ჩემი დისშვილია დაჭრილი, მეც დილას გავიგე აქ რომ მოვედი, არაფერი ვიცი, რა მოხდა და რატომ. ბიჭები ჩაიხანაში ყოფილან, დმანისიდან იყვნენ ჩამოსულები, გამოსულან გარეთ და დაუჭრიან. ოჯახმა არ იცის მიზეზები, მე რა გითხათ,“ - ამბობს ერთ-ერთი დაჭრილის ბიძა.
თქვეს, რომ ღამე 9 საათზე მომხდარა ჩხუბი. ის ახალგაზრდების ჩაიხანაა, ჩვენ აქ მოხუცები ცალკე ვსხედვართ ხოლმე, ჩხუბი შიგნით დაწყებულა, მერე გარეთ გამოსულან, მანქანის ვალი ჰქონია, იყიდა და ფულს არ აძლევდა, არ მოგცემო. ამაზე გამწარებულა ეს ბიჭი და დაუჭრია დანით ორივე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სისხლიანი გარჩევა მარნეულში - დაჭრილია ორი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია დასჭირდა. შსს-მ 40 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავა. დაკავებული ბრალს აღიარებს.