ტერორი ლილოს ბაზრობაზე - "პირველები" დაზარალებულების კვალზე გავიდა

24.12.23 11:58
ტერორი ლილოს ბაზრობაზე  - "პირველები" დაზარალებულების კვალზე გავიდა

ტერორი ლილოს ბაზრობაზე  - "პირველები"  გავიდა მათ კვალზე, ვინც უკვე წლებია ტერორშია, ეს საქმე პოლიციამაც იცის, თუმცა არის თუ არა ვინმე დასჯილი, ამის შესახებ ლილოში ხმამაღლა არ საუბრობენ. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვილ მოვაჭრეს, რომელიც ტექსტილით ვაჭრობს და ახლა მიმალვაშია,  ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები  დიდი რაოდენობით თანხის შეწირვას სთხოვდნენ. მოვაჭრის შვილი და მეუღლე კამერასთან საუბარს თავს არიდებენ, რადგან მომხდარზე ხმამაღლა საუბრის ეშინიათ. 

ერთ-ერთ ასეთ ფაქტს მოვაჭრეები თავად შეესწრნენ, როდესაც ზაფხულში ერთ-ერთი ბიზნესმენი ასობით ადამიანის თვალწინ ჩაცხრილეს, რადგან მან ფულის გადარიცხვაზე უარი თქვა.

მსგავსი ფაქტი ერთი კვირის წინაც მოხდა, როდესაც ერთ-ერთ მსხვილ მოვაჭრეს მისთვის უცნობი პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მთლიანად მაღაზია გაეყიდა და ამრიგად შეეწირა თანხა ქურდული საერთოსთვის. ამის შემდეგ აღნიშნული ადამიანი გაუჩინარდა. არსებობს ეჭვი, რომ ის მიმალვაშია. 

ცნობილია ასევე, რომ ერთ-ერთ მოვაჭრეს სახლთან მოლოტოვის კოქტეილიც კი აუფეთქეს, მეორეს კი ავტომობილი დაუწვეს. 

ლილოს მოვაჭრეების დიდი ნაწილი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავს.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყება ახლაც მუშაობს.

ვინ ისაკუთრებსს ლილოს მოვაჭრეების თანხებს? გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კრიმინალური ჯგუფი უცხოეთიდან მოქმედებს, თუმცა აქ წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც ფულის ამოღებით ან ურჩი მოვაჭრეების დასჯით არიან დაკავებულები. ისინი ამბობენ, რომ ოჯახის მიმართ ტერორი ახლაც მიმდინარეობს. მათი თქმით, ლილოს მსხვილ მოვაჭრეებს კონკრეტული პირები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებიან და ატერორებენ, აიძულებენ, რომ მათ ანგარიშზე დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხონ, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი მოკვლით იმუქრებიან.