ხანძარი თბილისში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი (ფოტოები)
თბილისის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაცია tvpirveli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ხანძარი რამდენიმე საათის წინ "ბაზარი ორბელიანის" მიმდებარედ, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ირკვევა, რომ ხანძრის ეპიცენტრში სულ სამი პირი იყო, ორმა, ახალგაზრდა კაცმა და ქალმა სახლის დატოვცება მოასწრეს, 80 წლის კაცის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. კაცს დამწვრობა აღენიშნება.