სად არის ვაქცინა? - ანა ნაცვლიშვილი

22.06.21 13:43
სად არის ვაქცინა? - ანა ნაცვლიშვილი

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი,პარლამენტის სესიაზე დაინტერესდა, რატომ მიმდინარეობს შეფერხებითა და ხარვეზებით ვაქცინაციის პროცესი.

სად არის ვაქცინა? რეგისტრირებული ადამიანები მივიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად და გამოაბრუნეს უკან და ვერ ეუბნებიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ვაქცინირება.

მოქალაქეთა მხოლოდ 2% არის აცრილი. ეს არის წარმატებული ვაქცინაცია? ეს არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფო და კრიზისის მენეჯმენტი? - განაცხადა პარლამენტში ანა ნაცვლიშვილმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში განმეორებით აცრაზე მისული მოქალაქეები უკან გამოაბრუნეს. მიზეზი ვაქცინის დოზის უკმარისობა გახდა.