ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მოქალაქეებს აცრაზე უარი უთხრეს

21.06.21 13:02
 ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მოქალაქეებს აცრაზე უარი უთხრეს

 ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკა ვაქცინის გარეშეა დარჩენილი, ამიტომაც ასაცრელად მისული მოქალაქეები სახლებში გააბრუნეს.  კლინიკას პრეპარატი არ აქვს და ვერ ეუბნებიან  ზუსტ დროსაც, თუ როდის შეძლებენ ადამიანები ,,ასტრაზენაკათი" მეორედ ვაქცინაციას.

  ხალხი საავადმყოფოს არ ტოვებს, ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებას და დახმარებას.

10 წუთით ადრე მივიღე შეტყობინება, რომ აცრაზე უნდა მივსულიყავი. მოვედი დროულად და მითხრეს, რომ არის შეფერხება. მიზეზი არ დასახელებულა, შეიკრიბა დიდი რაოდენობის ხალხი, რომელსაც უთხრეს, რომ არის შეფერხება, მენეჯერმა გვითხრა, რომ ასტარზენეკა არის ქვეყანაში, მაგრამ კლინიკას არ აქვს.  - ამბობს ასაცრელად მისული ერთ-ერთი მოქალაქე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკაში ვაქცინა იყო, თუმცა, არასაკმარისი რაოდენობით, ამიტომ უწყება პრობლემის აღმოფხვრისთვის რამდენიმე საათს ითხოვს. 

ბოდიში მინდა, მოვუხადო ყველა ადამიანს, ვინც რესპუბლიკურში მივიდა და გარკვეული დეფიციტი დახვდა. ეს იყო ლოჯისტიკის პრობლემა და ვაქცინის მოწოდების პრობლემაც. შესაბამისად, მოვახდინეთ ვაქცინის ნაშთების მობილიზაცია, ყველა ადამიანი დაკმაყოფილდება. აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის სამინისტრო ჰპირდება საზოგადოებას, რომ პრობლემას შეისწავლიან. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ვაქცინის საჭირო რაოდენობა ქვეყანაში ივლის-აგვისტოში შემოვა, ეს იქნება ,,ასტრაზენეკა", ,,ფაიზერი", ,,სინოფარმი", ,,სინოვაკი" და მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები