2013-წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა

28.12.23 10:14
2013-წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა

2013-წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა - ამის შესახებ ინფორმაციას ავტოიმპორტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ავრცელებს.

ალექსი ნონიაძის თქმით, შესაბამისი დადგენილება მზადდება, რომელსაც საზოგადოებას საჯაროდ გააცნობენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტოიმპორტიორებისა და ავტოიმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრებმა რა მოიტანა გეტყვით - ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.

დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება. ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!", - წერს ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.