რისთვის გაიმეტა ჯარისკაცმა თანამებრძოლი და ნათელ-მირონი სასიკვდილოდ - ბრალდებული დღეს დუმილს სასამართლო დარბაზში დაარღვევს
გაუშვებენ ციხეში თუ დარჩება თავისუფლებაზე - ჯარისკაცის მკვლელობაში მხილებული ჯარისკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ხვიჩა ვარდიაშვილთან გამომძიებლები რამდენიმე საათში უნდა შევიდნენ. რისთვის გაიმეტა 43 წლის ლაშა გუჯეჯიანი ნათელ-მირონმაა სასიკვდილოოდ, ეს დიდი ალბათობით სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი.
ადვოკატი ადასტურებს, რომ მოსამართლის თანდასწრებით, განსასჯელის სკამიდან, ვარდიაშვილი ჩადენილი დანაშაულის შესახებ ვრცლად ისაუბრებს.
"პირველების" ინფორმაციით დაკავებულ ჯარისკაცს ბრალს პირველ საათზე წაუყენებენ.
ხვიჩასთან გუშინ მქონდა დროებით მოთავსების იზოლატორში კომუნიკაცია. შევხვდი, ვისაუბრეთ, თუმცა რა თემაზე ვისაუბრეთ და მის პოზიციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ჩვენ არ ვისაუბრებთ საჯაროდ. დღეს იგეგმება ბრალის წარდგენა, შესაბამისად მერე მიმართავს ბრალდების მხარეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით. გარდაცვლილი იყო მისი ბავშვის ნათლია და თანამშრომლები იყვნენ. სამსახურებრივ საქმიანობას ნამდვილად არ უკავშირდება მომხდარი, ის ვერსია, რაც ბრალდების მხარეს აქვს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე. იარაღს იყენებდა თუ არა უკანონოდ ესეც საქმის დეტალი არის და ბრალის წარდგენის შემდეგ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ", - აღნიშნა მარსაგიშვილმა.
ჯარისკაცების სისხლიანი გარჩევა თბილისში - ჯარისკაცმა ვაზისუბანში ჯარისკაცი მოკლა. ამ დრომდე უცნობია, რატომ გაიმეტეს ოფიცერი სასიკვდილოდ. 43 წლის სამხედროს საკუთარ სახლთან 7 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელმა ლაშა გუჯეჯიანი სახლიდან გამოიყვანა. შელაპარაკება მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც სროლა მოყვა. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.