მზადდება თუ არა ნიადაგი სააკაშვილის ციხეში დასაბრუნებლად? - მესამე პრეზიდენტთან შესასვლელად ომბუდსმენის კონსილიუმი ემზადება

28.12.23 11:55
მზადდება თუ არა ნიადაგი სააკაშვილის ციხეში დასაბრუნებლად? - მესამე პრეზიდენტთან შესასვლელად ომბუდსმენის კონსილიუმი ემზადება

მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსებისთვის "ვივა მედის" კარი იანვარში გაიღება. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკნად ქცეული პალატის, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება.  სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, მზადდება თუ არა ნიადაგი მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დასაბრუნებლად? ვივა მედის პოზიცია კი უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის ექიმი გიორგი გრიგოლია კი ამბობს, რომ კონსილიუმს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს პაციენტის ციხეში დაბრუნება ან არ დაბრუნება.

ერქიმის თქმით, კონსილიუმი მხოლოდ იმას იტყვის ნამდვილად არის თუ არა გაუმჯობესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ვივა მედმა "უნდა თქვა, რომ მისი მდგომარეობა ვთქვათ გაუმჯობესდა და შესაძლებელია მისი ციხეში გადაყვანა. მერე უკვე პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, გადაიყვანონ თუ არა, ანუ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის პაციენტის გადაყვანა ან არგადაყვანა, უბრალოდ ჩვენ ჩვენს დაკსვნაში , მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ ციხეში იმყოფებოდა, ვწერდით, რომ ასეთ დაწესებულებაში არ შეიძლება ამ ადამიანის მკურნალობა, მაგრამ უკან გადაყვანაზე ჩვენი კომპეტენცია არაა. რა თქმა უნდა ასეთ დასკვნას ჩვენ არც დავწერთ და ვერც დავწერთ. ჩვენ შევამოწმებთ და ვიტყვით არის გაუმჯობესება თუ არ არის გაუმჯობესება", - ამბობს "პირველებთან" კონსილიუმის ექიმი გიორგი გრიგოლია.