თანამედროვე ევროკავშირის არქიტექტორად წოდებული ჟაკ დელორი გარდაიცვალა
99 წლის ასაკში პარიზში, თავის სახლში, გარდაცვალა ჟაკ დელორი, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ევროპული ვალუტის შექმნის მთავარი ფიგურანტი.
სოციალისტ ჟაკ დელორს გამორჩეული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა საფრანგეთში. 1981 წლიდან 1984 წლამდე იყო ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მთავრობაში. 1995 წელს დელორმა უარი თქვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე.
ჟაკ დელორი ევროკომისიას 1985 -1995 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს იყო ევროკავშირის ქვეყნების შიდა ინტეგრაციის გაძლიერების პერიოდი - დასრულდა საერთო საბაზრო სივრცის შექმნა, დაიდო შენგენის ხელშეკრულებები, უზრუნველყოფილი იყო მოძრაობა ევროკავშირის შიგნით, მიღებულ იქნა Erasmus-ის სტუდენტური გაცვლის პროგრამა და შეიქმნა ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო.