ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის.
ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს, დააკავეს. პროკურატურა მას სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების - 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინის - ფლობას ედავებოდა.
ფოტო: პუბლიკა