შავ ზღვაში სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

28.12.23 13:40
შავ ზღვაში სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, შავ ზღვაში რუსულ ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. დაშავებულია ორი მეზღვაური. 

ირკვევა, რომ გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. საბოლოოდ, კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა.

აფეთქებული გემის წევრებს უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს კი ადგილზევე გაუწიეს დახმარება. გემთან ბუქსირი გაიზგავნა.